მოსკოვში მარინა ოვსიანიკოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას. მათივე ცნობით, ოვსიანიკოვას არ წაუყენებენ ბრალს ახალი კანონის მიხედვით – „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ“.