ანდრეი კასიანოვი: რუსეთის ჯარს არა ბრძოლა, არამედ მხოლოდ მოქალაქეების დაბომბვა შეუძლია
„დღეს ომის მეოცე დღეა. ჩვენ უკვე მთელს მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ უკრაინა დაუმარცხებელია”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ჯარს არა ბრძოლა, არამედ მხოლოდ მოქალაქეების დაბომბვა შეუძლია.
„დღეს ომის მეოცე დღეა. ჩვენ უკვე მთელს მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ უკრაინა დაუმარცხებელია, ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა და ეს ყველას კარგად ესმის. დღემდე ყველა ჩვენი პარტნიორი გვიყურებს და უკვირს. ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ, აიღონ მსგავსი პასუხისმგებლობა, რაც დღეს უკრაინას და უკრაინელ ხალხს აქვს. დღეს ცხადი გახდა ის, რომ რუსეთის ჯარს ბრძოლა არ შეუძლია. მას მხოლოდ მოქალაქეების დაბომბვა შეუძლია“, – განაცხადა კასიანოვმა.