ლევან იოსელიანი – „დღეს ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, ასევე, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის მოწოდებით, დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე უკრაინაში მებრძოლი ქართველების გასამხნევებლად ტაში დაუკრეს.

„ჩვენი კოლეგა, ალექსანდრე ელისაშვილი იმყოფება უკრაინაში. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდეს, იომოს და იარაღით ხელში დაიცვას უკრაინა. მასაც სჯერა და მეც მჯერა, რომ დღეს ვინც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვის, ასევე, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. ამიტომ ყველას, ჩემს კოლეგებს გთხოვთ, ყველა ის ადამიანი, ალეკოსთან ერთად ვინც არის უკრაინაში, ყველა ქართველი მცირე ტაშით გავამხნევოთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები