უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი 13,5 ათასს აჭარბებს – უკრაინის გენშტაბის ახალი მონაცემი
უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად, 13 500 -ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი აქვეყნებს.
გარდა ამისა, უკრაინელებმა 1279 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს; 640 სამხედრო მანქანა; 81 თვითმფრინავი; 150 საარტილერიო სისტემა; 60 ცისტერნა; 95 ვერტმფრენი; 36 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 9 უპილოტო საფრენი აპარატი; 404 ტანკი; 64 ზალპური ცეცხლის სისტემა; 3 გემი/ კატერი.