“გალკინი, ბრეჟნევა” – რუსეთში ომის წინააღმდეგ მებრძოლი არტისტების შავ სიებს ადგენენ
რუსეთში შავ სიებს ადგენენ, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ის პირები შევლენ, რომლებიც ომის წინააღმდეგ მოწოდებებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი რუს ხელოვანებს უკრძალავს გარკვეული სიმბოლოების გამოყენებას, მათ შორის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების დროშების.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, რუს არტისტებს ეკრძალებათ ომის შეწყვეტის მოწოდებების გაჟღერება და უკრაინაში რუსეთის საბრძოლო მოქმედებების განვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
შავ სიაში უკვე მოხვდა რამდენიმე სოლისტი, რეპერი და ტელეწამყვანი, მათ შორის, ვერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი.