ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხელაშვილთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესია და ის გავლენები, რომელიც ამ ომს აქვს საქართველოზე როგორც პოლიტიკური, ასევე, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ელჩს მოვლენების სხვადასხვა სცენარით შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს.

„ელჩს ვთხოვეთ, რომ ჰოლანდიის ხელისუფლებამ მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს პოლიტიკურ ჭრილში იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება. ასევე, ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის შესახებ და ჰოლანდიურ მხარეს ვთხოვეთ, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები