ფრიდონ ინჯია: როცა პრეზიდენტი მიდის ევროპაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შესახვედრად, მთავრობას და პარლამენტს უნდა შეუთანხმდეს

????????????????????????????????????

„რეგიონში ძალიან რთული სიტუაციაა. იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი და ჩვენი მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე იყო ოდესღაც, რადგან ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები ოკუპირებულია”- განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მოისმინეს.

ფრიდონ ინჯია პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა და დაეთანხმა მის სულისკვეთებას, რომ ასეთ დროს ერთობა და ურთიერთგაგება უმნიშვნელოვანესია. „საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციით შეზღუდულია თავის უფლებებში, მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროპაში სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრების შესახებ პარლამენტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. მას უნდა შევახსენო, რომ იგი მართალია იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს იგი საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას როგორც პრეზიდენტს, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის და აქვს გარკვეული გამოცდილება, ქვეყნის ერთგულია (რაც მას ბევრჯერ დაუმტკიცებია), მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს პარლამენტს, მთავრობას, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავს”,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის მიერ ამნისტიისა და სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოცემაზე. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს პრეზიდენტს შესწევს ძალა, ზეწოლას გაუძლოს. პრეზიდენტმა ასევე ბრძანა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვის შესახებ. მე კი უშიშროების საბჭოს სხდომაში ისეთი პარტიების მონაწილეობა, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები