ფრიდონ ინჯია: ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის
ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.
მისი თქმით, კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი შეზღუდულია თავის ქმედებებში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და პრეზიდენტს ამასთან შეხება არ აქვს.
„საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, შეზღუდულია თავის ქმედებებში და ჩარჩოში რა ევალება, რის უფლება აქვს. აქ გამოითქვა მის მიერ უკმაყოფილება იმაზე, რომ ის გახლდათ ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირებს, პრეზიდენტებს და უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო.
ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენოთ, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე ამასთან შეხება არ აქვს და თუ, ის ამ საკითხებით მიდის, გამოცდილება აქვს, ქვეყნის მიმართ ერთგულება ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.