ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იყო.
„პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე – შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც. ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომავალ დღეებში”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.