შალვა პაპუაშვილი: ჯერ წესია საქმე და შემდეგ, საქმეა-საქმე
“პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის პატივისცემის ნაწილია, ასევე, ამ წესების პატივისცემა. ჯერ წესია საქმე და შემდეგ, საქმეა-საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დაწყებამდე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „იმედი მაქვს, რომ ჩვენს კონსტიტუციას და ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზს ნამდვილად ეკუთვნის ეს პატივისცემა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.