ამსტერდამის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას იწყებს

ამსტერდამის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას აანონსებს.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათთვის “შეუძლებელია ფუნქციონირების გაგრძელება და მრევლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული და მძიმედ მისაღებია”.

ჰოლანდიაში მცხოვრები რუსი სასულიერო პირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ “კანონიკური გათავისუფლების” თხოვნით მიმართეს რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსს ჰააგაში.

მათივე განცხადებით, სურთ, შეუერთდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქედ განიხილება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამსტერდამში 4 მღვდელს და ერთ დიაკონს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები