სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით დღეს წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი მოხსენებისას აუცილებლად ისაუბრებს გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, ასევე, ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.
პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის მეოთხე წლიური ანგარიში იქნება.