The Guardian: ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, მათგან რამდენიმე აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს ჩავარდა

ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით 12-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა აშშ-ის საკონსულოს შენობასთან ახლოს ჩავარდა. ინფორმაციას “The Guardian”-ი ავრცელებს.

„ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ქვეყნიდან – ირანიდან კვირას, დილით ადრე გაუშვეს და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ერაყისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ზარალის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ამერიკის არცერთ სამთავრობო ობიექტს არ მიადგა ზიანი, არაა მსხვერპლი და არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სამიზნე იყო საკონსულოს შენობა, რომელიც ახალია და ჯერ მასში არავინაა. ერაყელმა ოფიციალურმა პირმა კი განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა საკონსულოს მოხვდა და რომ ის იყო თავდასხმის სამიზნე“, – წერს The Guardian-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები