საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, განმარტებით, აღნიშნული შეთანხმების დადება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების განხორციელებას ორმხრივი, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში კვოტირებული ნებართვის საფუძველზე. შეთანხმებით ასევე, ხდება სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების დარეგულირება.

კომიტეტის სხდომაზე „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება” განიხილეს.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის 30 მლნ ევროს ოდენობის სესხის 20 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 5 წელი შეღავათიანია. აღნიშნული სესხი „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის” რეფორმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის” მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელიც გააძლიერებს აღნიშნულ სექტორს და ხელს შეუწყობს მისი მართვის შესაძლებლობებს.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს, 2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „ბათუმის ავტობუსების პროექტი”. პროექტის მიხედვით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური ელექტრო და დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენა დაფინანსდა. აღნიშნული პროექტისთვის EBRD-მა 5,5 მლნ. ევრო სესხის სახით გამოყო, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის მიერ გაიცა 1,5 მლნ. ევრო გრანტის სახით. შეთანხმებაში უკვე შესულია პირველი ცვლილება. „ამჟამად წარმოდგენილი ცვლილება №2 ითვალისწინებს სესხის ფარგლებში აუთვისებელი თანხის გამოყენებას ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები