უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთის ავიაციამ ბელარუსზე ავიაიერიში განახორციელა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორიაზე საჰაერო ავიაიერიში განახორციელეს.

„დღეს, 14:30 საათზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავები დუბროვიცას აეროდრომიდან (ბელარუსი) აფრინდნენ და უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, ჩვენს დასახლებებში გოროდიჩსა და ტუმენში შეტრიალდნენ, რის შემდეგაც კოპანის დასახლებაზე (ბელორუსია) ავიაიერიში მიიტანეს “, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები არის პროვოკაცია, რომლის მიზანი ბელარუსის შეიარაღებული ძალების უკრაინასთან ომში ჩაბმაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები