ლუკაშენკოს განცხადებით, პუტინმა ბელარუსი “უკრაინელების თავდასხმისგან” იხსნა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინას „უკრაინას ბელარუსზე თავდასხმა სურდა“.

“ისინი [უკრაინელები] ემზადებოდნენ არა მარტო დონბასში დარტყმისთვის, არამედ შექმნეს პოზიციები ბელარუსზე თავდასხმისთვისაც. რუსეთს რომ პრევენციული შეტევა არ განეხორციელებინა, უკრაინა თავს დაესხმებოდა ბელარუსს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მოლაპარაკებების დროს პუტინმა და ლუკაშენკომ რეგიონსა და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე მიიტანა „რუკა, რომელიც ბელარუსზე თავდასხმის გეგმებს ასახავს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები