პუტინი: უკრაინასთან მოლაპარაკებაში გარკვეული პოზიტიური ბიძგებია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეფასებით, უკრაინასთან მოლაპარაკებაში მოსკოვს პროგრესი აქვს.

ამის შესახებ მან მოსკოვში სამუშაო ვიზიტად მყოფ ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს უთხრა.

„აუცილებლად გაგაცნობთ უკრაინის მიმართულებით არსებულ ვითარებას და, პირველ ყოვლისა, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც, ამჟამად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არის გარკვეული პოზიტიური ბიძგები, როგორც ჩვენმა მომლაპარაკებლებმა მითხრეს. ყველაფერს დეტალურად გეტყვით“, – თქვა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები