ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველ ანგარიშებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში არსებულმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველ ანგარიშებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ მიგნებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ფინალურ სტადიაზეა დასკვნის მომზადების პროცესი, შესაბამისად, უახლოეს მომავალში კომიტეტს მზად ექნება მისი საბოლოო პროექტი. „დაინტერესებულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები და კომენტარები თემატური მოკვლევის ძირითად საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები