ლევან იოსელიანი: ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესი იყოს დაცული როგორც ოპოზიციის, ისე – ჟურნალისტების მხრიდან

ჩვენი ვალდებულება არის, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესი იყოს დაცული როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე ჟურნალისტების მხრიდან, ისე უმრავლესობის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ყველას გვქონდეს საერთო პოზიცია სახელმწიფოებრივ საკითხებზე.

“ჩვენი ვალდებულება არის, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესი იყოს დაცული როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე – ჟურნალისტების მხრიდან, ისე უმრავლესობის მხრიდან. გასაგებია, რომ ქვეყნის შიგნით გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ვინ რატომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს ქვეყნის შიგნით, ეს არ არის ის, რაზეც უნდა ვილაპარაკოთ სულ ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ უნდა გვქონდეს საერთო პოზიციები სახელმწიფოებრივ საკითხებზე”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა კი უპასუხა, რომ ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოზე კარგად იცის იმ შედეგების შესახებ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები