რუსეთი უკრაინასთან ომში დასახმარებლად მოხალისეების მოზიდვას იწყებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომში დასახმარებლად მოხალისეების მოზიდვას დათანხმდა. ამის შესახებ BBC რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, კრემლი “მოხალისეების” მოზიდვას ახლო აღმოსავლეთიდან, პირველ ყოვლისა, სირიიდან გეგმავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან 16 ათას მოხალისეს სურს უკრაინაში ბრძოლა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა თავდაცვის მინისტრის წინადადებას „ნადავლის სახით მოპოვებული დასავლური აღჭურვილობის“ – ტანკებისა და მცირე იარაღის – დონბასისთვის გადაცემის თაობაზე.