პაატა ზაქარეიშვილი: ვფიქრობ, პროკურატურას მმნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქვს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, მითი, რომ სააკაშვილის დაკავება არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, შეიძლება სადმე უცხოეთში იყიდებოდეს. ზაქარეიშვილი პროკურატურის გამოძიებას სრულად ენდობა.
„საქართველოს ყოველი მოქალაქე, მათ შორის, მეც დარწმუნებული ვართ, რომ სააკაშვილი მართლა იყო მონაწილე ყველა იმ მოქმედებებისა, რამაც საბოლოო ჯამში ქვეყანა კრახამდე მიიყვანა, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ვენდობი პროკურატურის კომპეტენციას ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად, კომპეტენტურად მოიქცევიან და საბოლოო ჯამში ბრალს დაუმტკიცებენ”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე განცხადებით, რაკი პროკურატურამ გადაწყვიტა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალი დაედო, ე.ი. უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს ხელში.