ბაიდენი: უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად
უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, კოლუმბიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მის ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
“ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო გამოვიდა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჯერჯერობით, ჩვენ გამოვყავით მილიარდი დოლარი უსაფრთხოებისთვის და თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პარტია სწორედ ახლა მიემართება უკრაინისკენ. ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჯავშანტექნიკისა და საჰაერო ძალების მიწოდებას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და უზრუნველვყოფთ ათიათასობით ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას საკვების, წყლისა და მედიკამენტების სახით.
შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიოს ერები აპირებენ გააგრძელონ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას. უკრაინა არასოდეს, არასოდეს იქნება პუტინის გამარჯვება”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა სანქციების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას.