საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილხამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილხამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.