ვადიმ ბოიჩენკო: მარიუპოლი ყოველ ნახევარ საათში იბომბება

რუსული არმიით ალყაში მოქცეული მარიუპოლი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ქალაქი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ იბომბება, – ამის შესახებ ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო წერს.

მისი თქმით, რუსული ჯარები საცხოვრებელ უბნებს ბომბავს და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ხელს უშლის.

“მეორე დღეა, ჯოჯოხეთია, არმაგედონი, რომელიც რუსულ-ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყვეს. ყოველ 30 წუთში ავიაცია შედის ქალაქ მარიუპოლში, კლავენ სამოქალაქო პირებს, მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს. ეს არის დღეს რუსული არმიის სიდიადე? ეს არის ცინიზმი. ეს არის გენოციდი, რომელსაც რუსები ახორციელებენ”, – აცხადებს ადიმ ბოიჩენკო.

ქალაქის მერის თქმით, ოკუპანტებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი მარიუპოლის 400 000 მცხოვრები, რომლებიც ყოველდღე ელიან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები