არჩილ თალაკვაძე: როგორც აშშ-მა, ასევე, ევროკავშირმა არაერთხელ შეაფასეს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი სოლიდარობა ცხადია
რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ-მა, ასევე, ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო ამ მძიმე ვითარებაში დგას უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა ცხადია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესი შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევაა.
“რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, არ შეიძლება, მათ პოზიციებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ სიტუაციაში. ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით. რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ-მა, ასევე, ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო ამ მძიმე ვითარებაში დგას უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა ძალიან ცხადია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი დასრულდეს და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული. დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იმავეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესი გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.