რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ივანო-ფრანკოვსკის აეროპორტი დაბომბეს

ივანო-ფრანკოვსკის მერმა, რუსლან მარცინკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა.

“მტერი თავს დაესხა ფრანკოვსკს. გთხოვთ, არ გაავრცელოთ აფეთქებების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები! ჩვენ ვიძიებთ, რატომ არ ამუშავდა განგაშის სისტემა”, – დაწერა მარცინკოვმა.

ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ ავიადარტყმა აეროპორტზე იქნა მიტანილი.

გარდა ამისა, მან მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც აეროპორტის მახლობლად ცხოვრობენ, თავშესაფარში გადავიდნენ.

ასევე, გამთენიისას იერიში იქნა მიტანილი ნდეპრისა და ლუცკში, სადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები