ნიკოლოზ სამხარაძე რეზვან როტუნდუს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი.
მათივე ცნობით, მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საფრთხეები.
ქართველმა კანონმდებლებმა დიპლომატთან შეხვედრისას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და სტუმარს, საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტრულ დახმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე და ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების მნიშვნელობაზე.