კელი დეგნანი:აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენს პარტნიორობას

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენს პარტნიორობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თელავში ამერიკული კუთხის გაფართოების ღონისძიებას დაესწრო.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამერიკული კუთხის გაფართოება არის ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი თელავში. აქ ვიყავი დაახლოებით ერთი წლის წინ. ახლა მოგეხსენებათ, როგორი ვითარებაა უკრაინაში, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ, ვფიქრობთ მათზე და ახლა არის დროს, როდესაც ყველა ჩვენგანმა ჩვენი მხარდაჭერა და ერთიანობა უნდა გამოვხატოთ. იცით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და ჩვენს პარტნიორობას. დღეს მე აქ ვიყავი, დავესწარი ღონისძიებას, რომელიც აღნიშნავდა ამერიკული კუთხის გაფართოებას. ამერიკული კუთხე, რომელიც ფუნქციონირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ახლა გაფართოვდა და არის მეტი შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა. მე აქ შევხვდი მონაწილე სტუდენტებს. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები საკრებულოში, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტები, ასევე მქონდა შეხვედრა მოსამართლეებთან სასამართლოში, გუბერნატორთან და სტუდენტებთან. მთლიანობაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ტური გახლავთ“, – განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები