უკრაინაში ომს 71 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის ომს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან დღემდე, 71 ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების სისასტიკისა და ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის – საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჩვენი ხალხის მომავალისთვის“, – წერს დენისოვა.

ომბუდსმენმა ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდა, რუსული ტერორიზმის შეჩერებასა და უკრაინის ცის დახურვაში დაეხმარონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები