ლიეტუვაში დადებით კონტექსტში პუტინის ხსენება, ასევე, ომზე დეზინფორმაციის გავრცელება აიკრძალა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ლიეტუვის პარლამენტმა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრა და სიტყვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება შეზღუდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამიერიდან პოლიციას, სულ მცირე, 20 აპრილამდე შეეძლება, მედიაზე წვდომა 72 საათამდე ვადით შეზღუდოს „დეზინფორმაციისთვის“, „ომის პროპაგანდისა“ და „სიძულვილის ენის გავრცელებისთვის“.

როგორც დეპუტატებს ქვეყნის პრემიერმა, ინგრიდა შიმონიტემ უთხრა, „ამ პროექტით საჯარო ღონისძიებებზე პუტინის “სიდიადეზე” საუბარი იზღუდება, ასევე, სამხედრო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება”.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 24 თებერვალს გამოაცხადა, მას შემდეგ – რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები