ზელენსკი: ომის შემდეგ ყველაფერს საუკეთესო არქიტექტურული პროექტებით ავაშენებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შემდეგ დანგრეულ ქალაქებსა და სოფლებს საუკეთესო არქიტექტურული დიზაინის მიხედვით ააშენებს.

“ომის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც მტერმა გაანადგურა. შევქმნით ძალიან სწრაფად და ძალიან მაღალი ხარისხისას. შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა თითოეული დაზარალებული ქალაქის აღდგენისთვის. ეს უკვე დავავალე მთავრობას – განვითარების დასაწყებად საუკეთესო არქიტექტორები, საუკეთესო კომპანიები, საუკეთესო პროექტები თითოეული ქალაქისთვის.

რეგიონული ბავშვთა საავადმყოფო, ხარკოვის კიბოს ცენტრი, კარაზინის უნივერსიტეტი, შრომის სასახლე, კოროლენკოს ბიბლიოთეკა… ყველაფერს ავაშენებთ! გპირდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები