სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ პროექტით ხორციელდება დაზუსტებითი ხასიათის ცვლილებები.

„2012 წელს მიღებული კანონით, რომელიც მიზნად ისახავდა 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობას, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები, რომელიც ოლიმპიური სოფლის და ოლიმპიადის ორგანიზებისათვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობის განმახორციელებელ პირს ენიჭებოდა 10 წლის განმავლობაში.

ამასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შესაძლო ბუნდოვანებისა და არაერთგვაროვან ინტერპრეტაციის აღმოფხვრის მიზნით კანონში ზუსტდება, რომ მშენებლობის დაწყების თარიღად ითვლება მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი”, – განაცხადა მომხსენებელმა. საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები