ვიტალი კლიჩკო: ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა, დედაქალაქი იდგა და იდგება

“ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა და ამ მიმართულებით მათ ყველანაირად ვეხმარებით. ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა”, – ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს.

მისივე თქმით, ყოველი ქუჩა, ყოველი შენობა, ყოველი ბლოკ-პოსტი გამაგრებულია.

„უკანასკნელი მონაცემებით, ყოველმა მეორე კიეველმა ახლა დედაქალაქი დატოვა. აქ 2 მილიონზე ცოტა ნაკლები ადამიანი დარჩა. მიუხედავად ამისა, კიევი ახლა გადაიქცა სიმაგრედ. ყოველი ქუჩა, ყოველი შენობა, ყოველი ბლოკ-პოსტი გამაგრებულია.

ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა და ამ მიმართულებით მათ ყველანაირად ვეხმარებით. ასეთი სულისკვეთება არასდროს ყოფილა. ყველა ამბობს, რომ არაფერი არ მოხდება, რომ ქალაქს არ ჩააბარებენ და მტერი ვერ შემოვა. ყველას შემიძლია, ცხადად ვუთხრა: დედაქალაქი იდგა და იდგება!“, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები