ლავროვი: არ შევეხვეწებით ევროპას, რუსული ნავთობი და გაზი იყიდოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეეხვეწება ევროპას რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას.
ამის შესახებ მან ანტალიაში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ჩვენმა ვიცეპრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა, რომელიც მეთვალყურეობს ენერგეტიკის სექტორს, დეტალურად ისაუბრა იმაზე, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენი ნავთობისა და გაზის ყიდვას, ჩვენ არ შევეხვეწებით მათ ამის გაკეთებას. სურთ, ის რამეთი ჩაანაცვლონ? კი ბატონო! გვექნება გასაყიდი ბაზრები და ისინი უკვე არსებობს“, – თქვა ლავრომა.