შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუმინეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რეზვან როტუნდუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და მიესალმნენ ორივე მხარის მზაობას, ჩამოაყალიბონ სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მინიჭების მნიშვნელობას ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.