ლავროვი: არ ვაპირებდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას არ აპირებდა.

ამის შესახებ მან ანტალიაში, დმიტრო კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.

“არ მიკვირს, რომ ბატონმა კულებამ თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. აქ არავინ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები