უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის
უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ცვლილების განხორციელება ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
მისივე თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მსჯავრდებულს 25 წლიანი პატიმრობა 20 წლამდე შეუმცირდეს.
,,საუბარია, რომ 25 წელი 5 წლით შემცირდეს და 20 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ უფლება ჰქონდეს პირს, რომ მათი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი განიხილოს სპეციალურმა კომისიამ. დღეს იყო მოსაზრება, რომ ამ საკითზე იყოს კომპლექსური განხილვა. მთავარია კანონის ინიცირება ხდება. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
პარლამენტი ახალ ინიციატივაზე სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.