მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის პირველ ვიცეპრეზიდენტ ოტმარ კარასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან: ვიტოლდ ვაშჩიკოვკისთან, ურმას პაეტსა და ჟელიანა ზოვკოსთან, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელ სვენ მიკსერთან, ასევე, ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა კომიტეტების წევრებთან.

შეხვედრებისას, საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და თანამშრომლობის გზები მათთან გამკლავების კონტექსტში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთებული განაცხადის შემდგომი ნაბიჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები