დავით ზალკალიანი: საქართველოსთვის, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის, კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესი ოფიციალურად უკვე დაძრულია

საქართველოსთვის, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინისთვის, კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესი ოფიციალურად უკვე დაძრულია. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ამ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით უკვე ყოველდღიურ რეჟიმში. ეს გულისხმობს კომუნიკაციას. ახლა სამუშაო არის ევროკავშირის წევრ თითოეულ ქვეყანასთან. მათთან შესაბამისი კომუნიკაცია და შესაბამისი აქტივობა ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პროცესი წინ რაც შეიძლება სწრაფად წავწიოთ. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია და საუბრები ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან. მე დღეს მქონდა საუბარი შვედ კოლეგასთან. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კრიზისული სიტუაციის მიუხედავად ჩვენი ევროპელი კოლეგების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ამ საკითხზე“, – დავით ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები