სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო
ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის შედეგად, დღევანდელ ვაჭრობაზე ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.
აღნიშნულის შედეგად, თუკი სავალუტო ბაზარზე დღის განმავლობაში ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით იყო 3.45, ახლა გაცვლითმა კურსმა 3.40 შეადგინა და შეინიშნება კურსის დასტაბილურება.