გიორგი ვოლსკი: ყველაფერი, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა ორიენტირებული, როგორმე, გამოვიდეთ სამშვიდობოზე
“ყველა ნაბიჯი, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველაფერი – რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა მხოლოდ ორიენტირებული, როგორმე, გამოვიდეთ სამშვიდობოზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია, რა რესურსი გაგვაჩნია, რომ ეკონომიკურად დავუპირისპირდეთ რუსეთს ან რა გვაქვს ხელთ, რა ბერკეტი გვაქვს იმისთანა, რომ თან ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და მათი ინტერესები იყოს დაცული, თან ბაზარი არ ჩამოგვეშალოს და ეკონომიკა არ დაგვენგრეს თავზე, თან რუსეთის აგრესიაც ავიცილოთ, იმიტომ რომ კუდის მოქნევა იცის ასეთ ვითარებაში აგრესიულმა ძალამ. როდესაც ჩვენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობთ, ეს მისაღები არ არის და ისტერიკა ხდება.
ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი, ყველა სტრატეგიული მიმართულება, ყველაფერი – რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, ერთ მიზანზეა მხოლოდ ორიენტირებული, როგორმე, გამოვიდეთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.