შალვა პაპუაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ელენ ანდრესენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ დინამიკურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას განვითარების სფეროში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტზე ნორვეგიასა და სკანდინავიის ქვეყნებში.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და საქართველოს მიერ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში უკრაინისადმი აღმოჩენილი დახმარების და მხარდაჭერის შესახებ. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.