Discovery რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ამერიკული სატელევიზიო კომპანია – Discovery რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“Discovery-მ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთში თავისი სატელევიზიო არხებისა და სერვისების მაუწყებლობა შეაჩეროს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობას Discovery-ის 15-მდე არხი შეწყვეტს, კერძოდ: Animal Planet, Animal Planet HD, Discovery Channel, Discovery Channel HD, Discovery Science, Discovery Science HD, Eurosport 1, Eurosport 1 HD, Eurosport 2, Eurosport 2 HD, ID: Investigation Discovery HD, TLC, TLC HD.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები