“ზელენსკის მოკვლა, სულ მცირე, 10-ჯერ სცადეს” – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან დღემდე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა, სულ მცირე, 10-ჯერ სცადეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
“ჩვენი უცხოელი პარტნიორები საუბრობენ ორ-სამ მცდელობაზე. თუმცა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მე ვფიქრობ , რომ ასეთი ათზე მეტი შემთხვევა იყო”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, პუტინის მთავარი სამიზნე სწორედ პრეზიდენტი ზელენსკი იყო.
შეგახსენებთ, გასულ კვირას გამოცემა The Times-მა დაწერა, რომ ზელენსკი სიკვდილს, სულ მცირე, სამჯერ გადაურჩა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის მოსაკლავად ორი განსხვავებული ჯგუფი გააგზავნეს – დაქირავებულები ვაგნერის ჯგუფიდან და ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.