„ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია” – გაიაშვილის კომპანია განცხადებას ავრცელებს

თამაზ გაიაშვილის კომპანია, “ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული საგადასახადო ბარათის МИР მეშვეობით არცერთი ბილეთი არ გაუყიდიათ.

მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით “ატეხილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი”.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამ ეტაპზე გაკოტრება/რეაბილიტაციის ეტაპს გადის.

“გუშინ და დღეს „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებით ატეხილია ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომელსაც სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა ბატონმა ნიკანორ მელიამ.
გვინდა ყველას გავუცრუოთ იმედები და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადასახადო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.
აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ დადებული აქვს ხელშეკრულება ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ უკრაინულ კომპანია WebSky.net-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.
„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია უკრაინულ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.
რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები