“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას ომი, რომელმაც შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძე მოუწოდებს საზოგადოებას, რაც უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას.
„საზოგადოებას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა რთული იყოს, სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას, ნუ წამოეგებიან მათ ყოველდღიურ, ძირითადად ფეიკებზე აგებულ პროვოკაციებს და საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს. ახლა მთავარია ვიაროთ სწორი მიმართულებით და მართლები ვიყოთ არა რომელიმე რევანშისტული პარტიის მიერ შექმნილ საომარ ნარატივთან, არამედ ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სამშობლოს, მისი უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების წინაშე, რისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.