ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის კრებები გრძელდება. მოსახლეობასთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები სოფლის კრებებზე განიხილავენ.
სოფლებში უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, მოეწყობა გარე განათება, სკვერები, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობა და მოწესრიგდება შიდა გზები.
2022 წლის პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.