უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრიდან დღემდე 41 ბავშვი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
ამასთან, ომბუდსმენის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დადგენა, ჯერჯერობით, შეუძლებელია.
„ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია. ეს ქალაქები კვლავ ბლოკირებულია რუსული საოკუპაციო ძალების მიერ“, – განაცხადა დენისოვამ.