Binance-ის კრიპტო ბირჟა რუსეთის ფედერაციაში გამოშვებული ბარათებით ოპერაციებს არ განახორციელებს
მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი 9 მარტიდან მხარს რუსეთის ფედერაციაში გამოშვებულ Mastercard და Visa ბარათებს მხარდაჭერას უუქმებს. ამის შესახებ განცხადება Binance-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლები რუსეთის ფედერაციაში გამოშვებული ბარათებით ოპერაციებს ვეღარ განახორციელებენ.
„Binance-ზე დაიბლოკება ყველა ტრანზაქცია, რომელიც Mastercard-ისა და Visa-ს რუსეთში აღებული ბარათებით შესრულდება“, – განმარტავენ კომპანიაში.