მენტალური არითმეტიკის სკოლა „სუმატო+“-ის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებს
ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც სურთ, თავიანთ შვილებს თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო საგანი – მენტალური არითმეტიკა – შეასწავლონ, „სუმატო +“ მათ ამის ოპტიმალურ შესაძლებლობას აძლევს. მენტალური არითმეტიკის სკოლას ემიგრანტებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს, რომელიც სპეციალური ფასში და დახვეწილ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სწავლების მეთოდიკაში გამოიხატება.
აღსანიშნავია, რომ მენტალური არითმეტიკა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლები აქტიურად ცდილობენ, სუმატოს მეშვეობით, საკუთარი შვილების გონებრივ განვითარებას შეუწყონ ხელი, თუმცა მსგავსი პროგრამების ღირებულება საზღვარგარეთ ძალიან მაღალია. როგორც „სუმატო+“-ის დამფუძნებელი ინგა ნოდია აღნიშნავს, მენტალური არითმეტიკის სკოლა, ამ სფეროში ერთ-ერთ ლიდერად პოზიციონირების პარალელურად, ახერხებს, მომხმარებელს მათზე მორგებული ტარიფები შესთავაზოს. „სუმატო+“-ში სწავლა სხვადასხვა ენაზე მიმდინარეობს, რაც ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ ემიგრანტებს აძლევს საშუალებას, თავიანთი შვილები მენტალური არითმეტიკის სკოლის პროგრამაში ჩართონ. სწავლება ონლაინ მიმდინარეობს, რაც მთელ პროცესს უფრო მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის.
,,სწავლა მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე. ემიგრანტების მხრიდან, ჩვენ მიმართ ინტერესი დღეს არ დაწყებულა… თავიდანვე გვიპოვეს ონლაინ, ამერიკიდან თუ ევროპიდან გვიკავშირდებოდნენ, კარგად იცოდნენ ამ პროგრამის შესახებ და სურვილი ჰქონდათ, მათ შვილებს ჩვენთან ესწავლათ. სამწუხაროდ, უცხოეთში, ფინანსური თვალსაზრისით, დღემდე არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი მსგავსი პროგრამები და ფუფუნებას წარმოადგენს. ჩვენ მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული ტარიფები გვაქვს და ხშირად ვთავაზობთ მათ საინტერესო აქციებს. ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და დარეგისტრირდნენ ჩვენს პროგრამაზე. ,,სუმატოს“ პედაგოგებსა და მეთოდისტებს დისტანციურად მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში დავიწყეთ მსგავსი სწავლება და ყველა გამოწვევას დღემდე წარმატებით ვუმკლავდებით. მუდმივად ვვითარდებით, წინ მივდივართ, ვნერგავთ ახალ პროგრამებს და ამ სფეროში კვლავ ლიდერებად ვრჩებით“ – ამბობს ინგა ნოდია.
მენტალურ არითმეტიკაში გამოიყენება იაპონური საანგარიშო სორობანი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი საანგარიშოსგან განსხვავდება. მაგალითად, სკოლაში გამრავლების ტაბულას ზეპირად ასწავლიან, რათა მათი ყოველ ჯერზე გამოთვლა აღარ გახდეს საჭირო, თუმცა მენტალური არითმეტიკა თითოეულ შემთხვევაში მეხსიერებასა და ლოგიკას იყენებს. იაპონელებმა მოიფიქრეს სისტემა, რომლის მიხედვითაც ბავშვი ჯერ სწავლობს თვლას საანგარიშოზე, შემდეგ კი, მათ ვიზუალიზაციას აკეთებს წარმოსახვაში, თითქოს, ფიქრით აადგილებს საანგარიშოს ქვებს. გამრავლება, გაყოფა, მიმატება, გამოკლება, კვადრატული ფესვის ამოყვანა – ამ სისტემით, ნებისმიერი ოპერაციის გამოთვლას ადამიანი კალკულატორზე სწრაფადაც კი ახერხებს.
მენტალური არითმეტიკა ბავშვის შემეცნებით-კოგნიტური სფეროს განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ყველაზე ღირებული ამ მეთოდში ის გახლავთ, რომ ტვინის ორივე ნახევარსფეროს შეთანხმებულ მუშაობას უწყობს ხელს. ეს არის ტვინის ერთგვარი მასაჟორი, რომელიც ავითარებს მეხსიერებას, ყურადღებას და წარმოსახვას. გარდა ამისა, მენტალური არითმეტიკა ნიჭების აღმოჩენას, სიახლეების შემეცნებასა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს. ის არა მხოლოდ კოგნიტური სფეროს, არამედ მოტორული უნარების განვითარებასა და თვითშეფასების ამაღლებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელიცაა.
როგორც ინგა ნოდია აღნიშნავს, მენტალური არითმეტიკა შეგვიძლია შევადაროთ მუსიკას რიცხვების სამყაროში. როცა ბავშვი მუსიკაზე მიგვყავს, ის ჯერ ნოტებს ხედავს და სიმბოლოებს აღიქვამს, შემდეგ კი, კლავიშებზე გადააქვს და მელოდიას ქმნის.